• dateოქტომბერი 26, 2026
    time09:30 AM

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა

    banner

    „აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის შეფასებისა და წახალისების წესის“ შესაბამისად, 2025 წლის 2 ივლისიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მაღალი სამეცნიერო აქტივობისა და მნიშვნელოვანი აკადემიური მიღწევებისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ფულადი პრემიები გადაეცა. 

    გაცემული პრემიების საერთო ოდენობამ 29 500 ლარი შეადგინა.

    საპრემიო დანამატები გაიცა Scopus-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისა და საგრანტო კონკურსებში გამარჯვებისთვის. დაჯილდოება განხორციელდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანების საფუძველზე.

    პრემიები გაიცა როგორც 2026 წელს Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიებისთვის, 2026 წლის 2 ოქტომბრის მდგომარეობით, ისე 2025 წლის მეორე ნახევარში სამეცნიერო აქტივობისთვის გათვალისწინებული ყოველწლიური საპრემიო დანამატების სახით.

    2025 წლის მეორე ნახევრის სამეცნიერო აქტივობისთვის ყოველწლიური საპრემიო დანამატის მიმღები აკადემიური პერსონალი:

    სამართალი

    • გიორგი ხატიძე

    მედიცინა

    • თამარ ჯიშკარიანი
    • სოფიო კასრაძე
    • ნინო გაფრინდაშვილი
    • სოფიო რიგვავა
    • ნატო ბუკია

    სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები 

    • ეკა ბერაია
    • ზაზა ცოტნიაშვილი
    • ალიკა გუჩუა
    • ბესიკ ალადაშვილი
    • ვახტანგ მაისაია
    • ნინო მინდიაშვილი
    • ლილი მეტრეველი

    მევენახეობა-მეღვინეობა 

    • დავით მაღრაძე 
    • შენგელი კიკილაშვილი 
    • ოლან გოცირიძე 
    • მაია კიკვაძე

    2026 წელს Scopus-ში ინდექსირებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისთვის საპრემიო დანამატის მიმღები აკადემიური პერსონალი:

    მედიცინა 

    • სოფიო კასრაძე 
    • სოფიო რიგვავა 
    • ნინო აბდუშელიშვილი 
    • შალვა კევლიშვილი 
    • თამარ ორჯონიკიძე 

    სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები 

    • ზაზა ცოტნიაშვილი 
    • ალიკა გუჩუა 
    • ვახტანგ მაისაია 
    • ციცინო ბუკია 
    • გიორგი ფარეშიშვილი 

    მევენახეობა-მეღვინეობა 

    • დავით მაღრაძე 
    • შენგელი კიკილაშვილი 
    • ოლან გოცირიძე 
    • მაია კიკვაძე 

    ბიზნესი და ტექნოლოგიები 

    • ნანა გადელია 
    • ანა ყაზაიშვილი

    სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი ულოცავს დაჯილდოებულ აკადემიურ პერსონალს დამსახურებულ აღიარებას, მადლობას უხდის მათ სამეცნიერო საქმიანობის განვითარებასა და უნივერსიტეტის აკადემიური რეპუტაციის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალშიც მრავალ მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევასა და წარმატებას უსურვებს. 

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავაც აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერასა და წახალისებას, რაც ხელს უწყობს კვლევითი პოტენციალის განვითარებას, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციების განმტკიცებასა და აკადემიური საქმიანობის ხარისხის ამაღლებას.

    სხვა სიახლეები