პროფესიული პროგრამების ახალი მიღებების პრეზენტაცია

8 და 10 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ახალი პროგრამების გახსნის ღონისძიებები გაიმართა.
8 ოქტომბერს, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, მსმენელებს წარედგინათ პროგრამები: „ნულოვანი ემისიის სოფლის მეურნეობის მართვა“ და „მევენახეობის სპეციალისტი“. 10 ოქტომბერს კი გაიმართა პროგრამის „პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება“ პირველი მიღების პრეზენტაცია. მაღალი მოთხოვნის გამო, ბუღალტერიის მიმართულებით ორი ჯგუფი დაკომპლექტდა.
სამივე პროგრამაზე სულ 33 მსმენელი ჩაირიცხა: 10 - აგრარულ მიმართულებებზე, ხოლო 23 - ბუღალტერიის კურსზე. სწავლება ოქტომბერსა და ნოემბერში წარიმართება.
სასწავლო პროცესი ჩატარდება უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კამპუსში, ოკამის საწარმოში (სოფელი აღაიანი) და EEC Georgia-ს ბაზაზე (ბაზალეთი).
სამივე პროგრამას აფინანსებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პროგრამა „ნულოვანი ემისიის სოფლის მეურნეობის მართვა“ შეიქმნა პროექტის „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, ევროკავშირისა და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით, World Vision Austria-ს, World Vision საქართველოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და EEC Georgia-ს მიერ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მსმენელები, პროგრამების განმახორციელებლები, პარტნიორი კომპანიისა და საწარმოს წარმომადგენლები. პროგრამა „პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოების“ პროგრამის ხელმძღვანელია გიორგი ლილუაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების პროგრამების - მაია მირველაშვილი, ლაშა ბოდაველი და ლევან ელერდაშვილი.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი 2023 წლის იანვარში შეიქმნა და მას თეა ოსეფაშვილი ხელმძღვანელობს. ცენტრმა 2024-2026 წლებში 7 სასწავლო კურსი განახორციელა, ამჟამად კი 8 პროგრამა მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 21, 2026
09:17 PM
თათია ხუნტუას საჯარო დაცვა
2026 წლის 30 ოქტომბერს 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკლაძის სახელობის 305-ე აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თათია ხუნტუს საჯარო დაცვა თემაზე: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში..
ოქტომბერი 20, 2026
10:08 AM
CIU-ს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები „კავკასიელი“ ეთნოფესტივალზე წარმატებით წარდგნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები „კავკასიელი“ საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ „ეთნოფესტივალზე საქართველოში - უფლისციხე 2026“ წარდგნენ.
ოქტომბერი 20, 2026
09:57 AM
რაულ ფევაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი მიენიჭა
16 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორიაში, გაიმართა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რაულ ფევაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები“.