• dateოქტომბერი 20, 2026
    time10:08 AM

    CIU-ს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები „კავკასიელი“ ეთნოფესტივალზე წარმატებით წარდგნენ

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლები „კავკასიელი“ საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ „ეთნოფესტივალზე საქართველოში - უფლისციხე 2026“ წარდგნენ.

    ფესტივალის მიზანს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობის, ეროვნული კულტურის, ტრადიციების, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერი ღირებულებების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ფორმატში წარმოჩენა წარმოადგენდა.

    ფესტივალი ეფუძნებოდა იდეას, რომ ქართული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა უმნიშვნელოვანესი ღირებულებების ერთიანობით - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, კულტურა და ეროვნული ერთობა. სწორედ ამ ღირებულებების გაცოცხლებასა და მომავალ თაობებში პოპულარიზაციას ემსახურებოდა ღონისძიება, რომელმაც ქართული ფოლკლორისა და კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

    ფესტივალში, რომელშიც 37 ანსამბლი მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის ანსამბლმა „კავკასიელმა“, ბეჟან წინწალაშვილის ხელმძღვანელობით, საზოგადოებას ქართული მრავალხმიანი სიმღერის უნიკალური ტრადიცია გააცნო.

    განსაკუთრებული წარმატებით წარდგა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კავკასიელი“, ქორეოგრაფ გიგი კილასონიას ხელმძღვანელობით. ანსამბლის შესრულებამ ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა და ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

    „კავკასიელის“ წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართული კულტურის, ფოლკლორისა და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციის მნიშვნელობას და იმ ახალგაზრდების ძალისხმევას, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

    სხვა სიახლეები