• dateოქტომბერი 20, 2026
    time09:57 AM

    რაულ ფევაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი მიენიჭა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    16 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორიაში, გაიმართა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რაულ ფევაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები“.

    სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ოფიციალური რეცენზენტები: მალხაზ (სოსო) ვახტანგაშვილი - ისტორიის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მაია ყიფიანი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

    ოფიციალური ექსპერტები: თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ქეთევან ჯოჯიშვილი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

    ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რაულ ფევაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

    სხვა სიახლეები