• dateოქტომბერი 19, 2026
    time09:38 PM

    CIU-ს პროფესორები სტამბოლის ტოპკაპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები სამეცნიერო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, სტამბოლის ტოპკაპის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც მე-6 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა და სამეცნიერო მოხსენებებით წარდგნენ.

    კონფერენციაზე CIU-ს წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე, დოქტორანტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო მინდიაშვილი და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი გელა გიორგაძე.

    სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თურქ კოლეგებთან, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

    სხვა სიახლეები