CIU-ს სტომატოლოგიის სტუდენტებმა ვარხანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტები განახორციელეს
13 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის ვარხანის საჯარო სკოლაში ორი სტუდენტური სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი - „მე ვიხეხავ კბილებს“ და „პირის ღრუს ჯანმრთელობა და ჰიგიენა“ - განახორციელეს.
პროექტების მიზანი მოსწავლეებში პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სწორი ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სტომატოლოგიური დაავადებების პრევენციის მნიშვნელობის გაცნობა იყო.
პროექტი „მე ვიხეხავ კბილებს“ დაწყებითი საფეხურის 35 მოსწავლეს აერთიანებდა. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა თემატური პრეზენტაცია, ინტერაქტიული კითხვა-პასუხი, ვიქტორინა „მითია თუ რეალობა“ და კბილების სწორად გახეხვის პრაქტიკული დემონსტრირება. მოსწავლეებს გერმანული ბრენდის Lacalut-ის პირის ღრუს მოვლის საბავშვო პროდუქტები გადაეცათ.
პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის, სააფთიაქო ქსელ „ავერსისა“ და Lacalut-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი „პირის ღრუს ჯანმრთელობა და ჰიგიენა“ XI–XII კლასების 25 მოსწავლისთვის ჩატარდა. ლექცია-ტრენინგი მოიცავდა თემატურ პრეზენტაციას, კითხვა-პასუხს, პრაქტიკულ დემონსტრირებასა და ინტერაქტიულ თამაშს. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, სასწავლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. უფროსკლასელებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები.
პროექტებში სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა პროფესიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და მოსწავლეებს პირის ღრუს მოვლის შესახებ ინფორმაცია მათთვის გასაგები და ინტერაქტიული ფორმით გაუზიარეს.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორს, რუსუდან ხობიაშვილს, და სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორები ლელა გრიგოლია და ვერა ხუნძაკიშვილი.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 20, 2026
09:57 AM
რაულ ფევაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი მიენიჭა
16 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორიაში, გაიმართა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რაულ ფევაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები“.
ოქტომბერი 19, 2026
09:39 PM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიის (MagDi) უნიკალური ოპერაცია დაინერგა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი - რეგიონის მასშტაბით ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის ლიდერი ხდება.
ოქტომბერი 19, 2026
09:38 PM
CIU-ს პროფესორები სტამბოლის ტოპკაპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები სამეცნიერო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, სტამბოლის ტოპკაპის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც მე-6 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა და სამეცნიერო მოხსენებებით წარდგნენ.











