კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიის (MagDi) უნიკალური ოპერაცია დაინერგა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი - რეგიონის მასშტაბით ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის ლიდერი ხდება.
კლინიკამ აქტიურად დაიწყო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და სიმსუქნის მკურნალობის სრულიად ახალი, მეტაბოლური ტიპის ოპერაციის - MagDi-ის (მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომია) ჩატარება.
ამ ნოვაციის წყალობით, CIU-ის საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა რიგით მეორე სამედიცინო ცენტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიასა და ევროპაშიც კი, სადაც პაციენტებს ამ უნიკალური პროცედურით მკურნალობის შესაძლებლობა ეძლევათ. ოპერაციის მთავარი ორიგინალურობა და უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მაგნიტების გამოყენებით ტარდება და არ მოითხოვს რომელიმე ორგანოს გაკვეთას ან ამოკვეთას. ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტი ბინაზე მეორე დღესვე ეწერება, ხოლო სისხლში გლუკოზის დონე სრულად რამდენიმე კვირაში ნორმალიზდება.
აღნიშნული პროცედურა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფესორ დავით აბულაძის აქტიური მხარდაჭერით დაინერგა, ხოლო ოპერაციებს ზოგადი, ბარიატრიული და ლაპაროსკოპიული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ხვიჩა ხაჯაველიძე ატარებს.
აღსანიშნავია, რომ MagDi-ის ოპერაციას გლობალური მასშტაბითაც ქართული ფესვები აქვს: მსოფლიოში პირველად ის უშუალოდ ადამიანზე თბილისში ჩატარდა ცნობილი კანადელი ქირურგისა და მეცნიერის, პროფესორ მიშელ გარნიეს და პროფესორ დავით აბულაძის მიერ. თავისი რევოლუციური შედეგებიდან გამომდინარე, ამ ტიპის ოპერაციამ მალევე ჰპოვა ფართო აღიარება და გავრცელება მთელ მსოფლიოში, დღეს კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ამ გლობალური სამედიცინო მიღწევის ერთ-ერთ მთავარ კერას წარმოადგენს.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.