მხედართმთავარი და ჯარისკაცი!

„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ამიტომაც არის, რომ მეცნიერებას მუდამ სხვა თვალით ჭვრეტს გონიერი ადამიანი; მისი ფასიც იცის და ენდობა კიდეც.
ამ „ნდობის“ საფუძველთსაფუძველია სწორედ 10 ნოემბერი - მეცნიერების საერთაშორისო დღე; თარიღი, როცა კიდევ ერთხელ გადაიხედება და გადაფასდება ორგანიზებული ცოდნაცა და - ცხოვრებაც;
ონორე დე ბალზაკი წერდა, რომ „ჭეშმარიტი მეცნიერი მეოცნებეა“.
სამყაროს ამ გამორჩეული „მეოცნებეების“ დღეცაა 10 ნოემბერი.
ამიტომაც გაიხსენეს ისინი რამდენიმე დღის წინ მეცნიერების დღესთან დაკავშირებით საქართველოშიც - ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
და რაოდენ დიდია სიხარული, რომ დაჯილდოებულ 9 ღვაწლმოსილ მეცნიერს შორის დასახელდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი - მინდია უგრეხელიძე, რომელიც რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის - „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ - ლაურეატი გახდა.
გასაკვირი რა უნდა იყოს? მინდია უგრეხელიძის სახელის მიღმა დგას სამართალმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი აკადემიკოსი; პირველი ქართველი მოსამართლე საერთაშორისო მართლმსაჯულების ინსტიტუციურ სისტემაში; თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, არაერთი მეცნიერული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი.
ლეონარდო და ვინჩის თუ დავუჯერებთ, მეცნიერება მხედართმთავარია, პრაქტიკა კი - ჯარისკაცი.
ბატონ მინდია უგრეხელიძის უპირატესობაც უპირველესად ამაშია - მხედართმთავარსა და ჯარისკაცს იტევს თავის თავში!
ვულოცავთ მას კიდევ ერთ დიდ სამეცნიერო აღიარებას!
პოლ ვალერისა არ იყოს, „მეცნიერება ეჭვით გამრავლებული ჭეშმარიტებაა“ და ამ ეჭვების გასაფანტად სწორედ მინდია უგრეხელიძის მსგავსთა დღეგრძელობაა საჭირო!
მხოლოდ მათ - დიდ მხედართმთავრებსა და ერთგულ ჯარისკაცებს შეუძლიათ სამყაროს შეცვლა!
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სხვა სიახლეები
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.
ნოემბერი 11, 2026
11:04 AM
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2026
🔸 10 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. მასშტაბურ ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.