მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა მაისაშვილი - მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ოფიციალური რეცენზენტები: ეკა თხილავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მანანა შამილიშვილი - ჟურნალისტიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.
ნოემბერი 11, 2026
11:04 AM
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2026
🔸 10 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. მასშტაბურ ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.










