• dateოქტომბერი 26, 2026
    time09:22 AM

    Code output

    banner

    Word count: 238პროფესორ ზაზა ცოტნიშვილის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი არისტოტელეს უნივერსიტეტში

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული გაერთიანების (COST) მენეჯმენტის კომიტეტის წევრი, პროფესორი ზაზა ცოტნიშვილი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა. მან მონაწილეობა მიიღო სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში გამართულ COST Action DepolarisingEU-ს საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაში - „ხიდების მშენებლობა პოლარიზებულ ევროპაში“.

    მასშტაბური ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში წამყვანმა ევროპელმა მეცნიერებმა და დარგის ექსპერტებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და სამომავლო ინიციატივა განიხილეს. სამუშაო პროგრამის ძირითად თემებს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო ტრენინგ-სკოლის დაგეგმვა, მკვლევართა აკადემიური მობილობის გაფართოება, ფინალური კონფერენციის მომზადება, სამეცნიერო წიგნის („Observing (De) Polarisation: Empirical Lessons from a New Generation of European Research“) თავების განხილვა, დაინტერესებულ მხარეებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაცია, ასევე დამწყები მკვლევარების მენტორინგის პროგრამების განხორციელება.

    სამუშაო სესიაზე პროფესორი ზაზა ცოტნიშვილი თანახელმძღვანელობდა სპეციალურ ჯგუფს, რომლის მთავარ ფოკუსს სამხრეთ კავკასიის, დასავლეთ ბალკანეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების რეგიონული ჩართულობა, მედიასთან თანამშრომლობა და დეპოლარიზაციის სტრატეგიული ინიციატივების იმპლემენტაცია წარმოადგენდა. თავის გამოსვლაში პროფესორმა დეტალურად გააანალიზა ევროპასა და კავკასიაში არსებული დეპოლარიზაციის თანამედროვე პრობლემები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ხედვა ამ მიმართულებით მიმდინარე აკადემიურ კვლევებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენების პერსპექტივებზე.

    ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ზაზა ცოტნიშვილმა ევროპელ კოლეგებს ოფიციალურად გადასცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცეკანცლერის, ნინო ჭალაგანიძისა და რექტორის, კახაბერ კორძაიას პირადი მოწვევა CIU-ში COST-ის მაღალი დონის მრგვალი მაგიდის გამართვის შესახებ. აღნიშნული საერთაშორისო შეხვედრა მიეძღვნება ევროპული და კავკასიური გამოწვევების სიღრმისეულ განხილვას, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო-კვლევითი პროცესების გააქტიურებას, ქართველი მეცნიერების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აქტიურ ინტეგრაციას, ახალი ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    სხვა სიახლეები