სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ (Step by Step)“-ის ორგანიზებით, გაიმართა სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ხელოვნება ბარიერების გარეშე“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სპეციალური საჭიროების მქონე პირთა შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას, მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის ბენეფიციართა მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც ავტორთა ინდივიდუალურ ხედვასა და შინაგან სამყაროს ასახავდა.
ღონისძიება გახსნა ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯის“ დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა ნინო გულუამ. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ხელოვნების, როგორც კომუნიკაციის უნივერსალური ენის, მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ამსხვრევს არსებულ სტერეოტიპებს.
„ხელოვნება არის ენა, რომელსაც არ სჭირდება თარგმანი. ის პირდაპირ გულიდან მოდის და გულამდე აღწევს. სპეციალური საჭიროების მქონე პირების მონაწილეობა შემოქმედებით პროცესში არ არის მხოლოდ ჩართულობა - ეს არის მათი უნიკალური ხედვის გაზიარება და ჩვენი საზოგადოების გამდიდრება,“ - განაცხადა ნინო გულუამ.
დასასრულს, ორგანიზაციის დირექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
სხვა სიახლეები
მაისი 29, 2026
01:10 PM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.
მაისი 29, 2026
01:00 PM
CIU-ს რექტორის მრჩეველმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
25-28 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ასოცირებული პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეობა მიიღო მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის (MoPSA) მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „დემოკრატიზაცია და სახელმწიფო მშენებლობა“.
მაისი 28, 2026
11:00 AM
CIU-ს წარმომადგენლები NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკატერინე ჭალაგანიძე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში - NAFSA 2026 მონაწილეობენ, რომელიც 26-29 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოში (ფლორიდის შტატი) იმართება.




