• dateმაისი 28, 2026
    time11:00 AM

    CIU-ს წარმომადგენლები NAFSA 2026-ში მონაწილეობენ

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკატერინე ჭალაგანიძე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში - NAFSA 2026 მონაწილეობენ, რომელიც 26-29 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოში (ფლორიდის შტატი) იმართება.

    NAFSA 2026 მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატს აერთიანებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. NAFSA არის უნიკალური ადგილი, სადაც უნივერსიტეტს საკუთარი ცნობადობის გაზრდის და მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუციასთან თანამშრომლობის გაფართოების იდეალური შესაძლებლობა ეძლევა.

    გამოფენის ფარგლებში CIU-ს წარმომადგენლები მონაწილე უნივერსიტეტებთან საპარტნიორო ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეხვედრებს მართავენ. ევროპულ უნივერსიტეტებთან შეხვედრები მიზნად ისახავს გაცვლითი პროგრამების ინიცირებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას, ხოლო საერთაშორისო სტუდენტებისთვის - უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

    აღსანიშნავია, რომ CIU-ს წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერით ხორციელდება.

    სხვა სიახლეები