ტრენინგი - „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, მენტალური ჯანმრთელობისა და ემოციური ინტელექტის გაძლიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“.
ტრენინგს უძღვებოდა თამარ ჯანიაშვილი - ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF საქართველოს წევრი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების სტუდია „Happy Place“-ის დამფუძნებელი, სერტიფიცირებული Soft Skills ტრენერი და პილატეს ტრენერი.
შეხვედრა გახსნა უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების პროცესში მსგავსი პრაქტიკული და საგანმანათლებლო ტრენინგების სისტემატურად ორგანიზების მნიშვნელობაზე.
სტუმარსა და აუდიტორიას ასევე მიესალმა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ალიკა გუჩუა და აღნიშნა, რომ მენტალურ ჯანმრთელობასა და ემოციურ ინტელექტზე ზრუნვა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეხვედრა ორ ძირითად ნაწილად იყო დაყოფილი, სესიის პირველ ნახევარში სპიკერმა განიხილა მენტალური ჯანმრთელობის ძირითადი კომპონენტები და ემოციური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც მოიცავდა საკუთარი ემოციების აღიარებას, მართვასა და იმპულსური რეაქციების გააზრებულ პასუხებად გარდაქმნას.
თეორიული მასალის პარალელურად, ყურადღება დაეთმო სტრესის მართვის ისეთ ეფექტურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა სუნთქვის სპეციალური ტექნიკები, რაც აუდიტორიას თვითრეგულაციის პირველი პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარა.
შეხვედრის მეორე ნაწილი უფრო მეტად დაეთმო ჰოლისტიკურ მიდგომებს, ფიზიკური თუ მენტალური კეთილდღეობის სინთეზს. მონაწილეებმა შეასრულეს მინი-დავალებები, ასევე ჩაერთნენ პილატეს მსუბუქ სავარჯიშოებსა და მედიტაციურ პრაქტიკაში.
ტრენინგის ფარგლებში ასევე დამუშავდა „STOP“ ტექნიკა, რომელიც ემოციების პრაქტიკულ გაცნობიერებას უწყობს ხელს. სესიის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას სიმბოლურ საჩუქრად გადაეცა მენტალური ჯანმრთელობის ბარათები და განისაზღვრა ე.წ. „72 საათის პრინციპი“, რომლის მიზანია მონაწილეებმა მიღებული ცოდნა უახლოეს პერიოდში პრაქტიკულ მოქმედებად აქციონ.
სხვა სიახლეები
მაისი 27, 2026
09:00 AM
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე
მაისი 25, 2026
12:00 PM
CIU-ს პროფესორ ალიკა გუჩუას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი მიენიჭა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილესა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ალიკა გუჩუას, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შესაფასებლად პოლიტიკის დარგში.
მაისი 22, 2026
02:00 PM
საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი.






