• dateმაისი 25, 2026
    time12:00 PM

    CIU-ს პროფესორ ალიკა გუჩუას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი მიენიჭა

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილესა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ალიკა გუჩუას, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შესაფასებლად პოლიტიკის დარგში.

    ალიკა გუჩუა არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების წევრი, ასევე პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრი. ამასთან, ხელმძღვანელობს CIU-ის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს და არის ჟურნალ Ante Portas - Security Studies-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე.

    სხვა სიახლეები