• dateმაისი 29, 2026
    time01:00 PM

    CIU-ს რექტორის მრჩეველმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    25-28 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ასოცირებული პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეობა მიიღო მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის (MoPSA) მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „დემოკრატიზაცია და სახელმწიფო მშენებლობა“.

    კონფერენციის ფარგლებში გიორგი ფარეშიშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „პოსტსაბჭოთა საქართველო გარდამავალ პერიოდში: რეგიონული ინტეგრაციის მოდელებსა და ეროვნულ ინტერესებს შორის მანევრირება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში“.

    საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა ინტერდისციპლინური დიალოგის ხელშეწყობას გამოჩენილ მეცნიერებს, მკვლევარებსა და პროფესიონალებს შორის,  თეორიული და ემპირიული პერსპექტივების გაერთიანებით დემოკრატიზაციის, ინსტიტუციური განვითარებისა და სახელმწიფოს მდგრადობის საკითხებზე.

    ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი შეხვდა მონტენეგროს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორ ოლივერა კომარს (Prof. Dr. Olivera Komar), სადაც მხარეებმა ინსტიტუციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

    კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ მონტენეგროს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქალაქ ბუდვის მერია, მხარდამჭერი კი - კონრად ადენაუერის ფონდი.

    სხვა სიახლეები