• dateმაისი 29, 2026
    time01:10 PM

    სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.

    სემინარის ჩატარების დღე: 5 ივნისი, 2026, 12:00 სთ. 

    მისამართი: ჩარგლის ქ. 73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, აუდ. 303, (ჟიული შარტავას სახელობის აუდიტორია).

    სამეცნიერო სემინარის მიზნებია: 

    1. ციფრული ტრანსფორმაციის შესწავლა: გაანალიზდეს, თუ როგორ იცვლება ენა და კომუნიკაცია ციფრულ გარემოში (სოციალური ქსელები, მესენჯერები, AI-ხმები, მემები და ა.შ.);
    2. მედიის როლის გააზრება: განხილულ იქნეს, რა გავლენას ახდენს ახალი მედია საზოგადოებრივ აზრზე, პოლიტიკურ დისკურსსა და სოციალურ ურთიერთობებზე;
    3. ენობრივი ცვლილებების კვლევა: შევისწავლოთ ციფრული ეპოქის ენობრივი ფენომენები (ინტერნეტ-სლენგი, ქართული ენის ციფრული ვარიაციები, ინგლისურ-ქართული კოდ-სვიჩინგი, AI-ის გავლენა ენაზე);
    4. ინტერდისციპლინური დიალოგის ხელშეწყობა: შევქმნათ სივრცე ლინგვისტების, მედიამკვლევარების, სოციოლოგების, ჟურნალისტებისა და IT-სპეციალისტების თანამშრომლობისთვის;
    5. გამოწვევების იდენტიფიცირება: განვიხილოთ თანამედროვე პრობლემები: fake news, hate speech, ექო-კამერები, ციფრული უთანასწორობა, ენობრივი უფლებები ციფრულ სივრცეში. 
    6. კვლევითი შედეგების წარდგენა: მკვლევარებმა წარმოადგინონ თავიანთი ბოლოდროინდელი კვლევები და ემპირიული მონაცემები საქართველოსა და საერთაშორისო კონტექსტში;
    7. პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება — შევიმუშაოთ წინადადებები მედიაგანათლების, სახელმწიფო პოლიტიკისა და პლატფორმების რეგულირებისთვის.

    5 ივნისი, გახსნა;

    12:00 სთ. - ეკატერინე ჭალაგანიძე, კსუ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

    12:05 სთ. - სესილი გოგიბერიძე, კსუ სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

    12:10 სთ. - ტატიანა კანანოვიჩი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გდანსკის უნივერსიტეტის რუსული ენისა და თარგმანმცოდნეობის კათედრის გამგე;

    12:20 - სემინარის მონაწილეთა გამოსვლა

    სემინარის მონაწილეები გდანსკის უნივერსიტეტიდან: 

    1. ჟანა სლადკევიჩი — „მიმაგრების“ არქიტექტურა: ნარატივი, კონვერგენცია და სენსუალობა ახალი მედიის ესთეტიკაში;
    2. ჰადრიან ლანკევიჩი — უნდა იყოს თუ არა ინგლისურის, როგორც უცხო ენის (EFL) მასწავლებელთა განათლება თავისუფალი მშობლიური სტანდარტებისგან? ინგლისურის ხარისხი, როგორც მასობრივი კომუნიკაციის საშუალება
    3. ალექსანდრა კლიმკევიჩი — ჰეშთეგების აფექტური ფუნქციები სამ ინფოსფეროში;
    4. მარცინ ტრენდოვიჩი — რუსულენოვანი ინტერნეტ-მემები, როგორც (მიკრო)ნარატიული ინსტრუმენტები ციფრული ომისთვის;
    5. ტატიანა კანანოვიჩი — სტრიმინგ-პლატფორმები: გასართობის ახალი სემიოტიკა ბიანკა სადოვსკა — იმპერიის კონსტრუირება: მედია მეცხრამეტე საუკუნის რუსეთსა და ბრიტანეთში;
    6. მარტა ნოინსკა — ღირებულებები პოლონეთის, რუსეთისა და გერმანიის ლიდერების საახალწლო მიმართვებში, 2023–2025 
    7. ადმინისტრაციული წარმომადგენელი: ილონა იაკუბოვიჩი. 

    სემინარის მონაწილეები კავკასიის საერთაშირისო უნივერსიტეტიდან: 

    1. ნინო ჭალაგანიძე, ლიკა ზამბახიძე - დოკუმენტალისტიკის როლი თანამედროვე სამაუწყებლო მედიაში (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითი);
    2. ზაზა ცოტნიაშვილი -ალგორითმი როგორც რედაქტორი: ხელოვნური ინტელექტის როლი სიახლეების დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში;
    3. ნინო მინდიაშვილი, ეკატერინე ჭალაგანიძე -ომისა და პანდემიის ასახვა პოსტსაბჭოთა საქართველოს ბეჭდურ მედიაში;
    4. ნანა ამირანაშვილი, ციცინო ბუკია -მრავალფეროვანი კონტენტის სტრატეგია მასობრივ კომუნიკაციაში ციფრულ მედიაში: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითზე;
    5. ეკა თხილავა, ხათუნა კაჭარავა -კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე ციფრულ რეალობაში — წარსული, აწმყო და მომავალი;
    6. დათო ტაბატაძე, ეკა ბერაია - ციფრული მედიის როლი კულტურული ცოდნის ხელმისაწვდომობაში და მისი გამოყენება კულტურათაშორისი დიალოგისთვის;
    7. ალიკა გუჩუა, ვახტანგ მაისაია - საინფორმაციო ომის დოქტრინა ციფრულ ეპოქაში და თანამედროვე გამოწვევები ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ომთან კავშირში: საქართველოს შემთხვევა;
    8. რუსუდან კვარაცხელია -ინფოგრაფიკა: ინფორმაციის ვიზუალური კოდირება ჟურნალისტიკაში (სამეცნიერო დისკურსი).

     

     

    სხვა სიახლეები