გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად ცხადდება გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.
სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის მხრიდან ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესში დაცული აკადემიური შედეგების შესახებ ინფორმაციის გარდა კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგი სახით:
მონაცემები სტუდენტის მონაწილეობის შესახებ სტუდენტურ, სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში (2025 წლის 15 სექტემბრიდან დღემდე);
მონაცემები სტუდენტის წვლილის შესახებ უნივერსიტეტის განვითარებაში და მისი ცნობადობის ამაღლებაში (2025 წლის 15 სექტემბრიდან დღემდე);
ინფორმაცია სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის წარდგენა შესაძლებელია 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურში ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: zurabi_kavtaria@ciu.edu.ge. ადმინისტრაცია უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობის ეჭვის შემთხვევაში, მოითხოვოს მისი წარმოდგენა და დედანში შემოწმება.
გადაწყვეტილება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 20 აპრილისა.
სტიპენდია გაიცემა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
აკადემიური მოსწრება - გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სასწავლო სემესტრის განმავლობაში დარეგისტრირებულ სასწავლო კურსებში (არანაკლებ 27 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო აკადემიური შეფასებით (GPA).
სტიპენდიის მიიღების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს, რომელთაც სემესტრული GPA აქვთ 3,5-ზე მეტი.
გარდა სემესტრული აკადემიური შედეგებისა, სტიპენდიის დანიშვნის დროს გამოიყენება მონაცემები სტუდენტის მონაწილეობის შესახებ სტუდენტურ, სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში და რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტის განვითარებაში და მისი ცნობადობის ამაღლებაში.
სასწავლო სტიპენდიის მინიჭება ხდება ქულების რანჟირების მიხედვით (მაქსიმუმ 410 ქულა და მინიმუმ 350 ქულა), რომლის კრიტერიუმები დადგენილია შემდეგი სახით:
ა) აკადემიური მოსწრების შედეგები განისაზღვრება საშუალო შეწონილი ქულით GPA, რაც მრავლდება 100-ზე (პირობითად სემესტრული 3,70 GPA დათვლის დროს შეადგენს 370 ქულას (მაქსიმუმ 400 ქულა);
ბ) სტუდენტის მონაწილეობა საუნივერსიტეტო სტუდენტურ აქტივობებში და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილი (მაქსიმუმ 5 ქულა) - სტიპენდიის მიღების მსურველი სტუდენტი თავად წარმოადგენს აღწერას მის მიერ განხორიცელებული აქტივობების შესახებ. კომისიის წევრები წარმოდგენილ აქტივობებს აფასებენ აქტუალობის და ჩართულობის ხარისხის მიხედვით ცალ-ცალკე და საბოლოოდ გამოყავთ საშუალო არითმეტიკული ქულა;
გ) სტუდენტის მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში (კონფერენცია, დებატები, გაცვლითი პრექტები, სტუდენტური სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა, იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა და სხვა) (მაქსიმუმ 5 ქულა) - სტიპენდიის მიღების მსურველი სტუდენტი თავად წარმოადგენს აღწერას მის მიერ განხორიცელებული აქტივობების შესახებ. კომისიის წევრები წარმოდგენილ აქტივობებს აფასებენ აქტუალობის და ჩართულობის ხარისხის მიხედვით ცალ-ცალკე და საბოლოოდ გამოყავთ საშუალო არითმეტიკული ქულა;
სტიპენდიის რაოდენობისა და დანიშვნის პროცედურაზე მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ciu.edu.ge/uploads/files
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.
მარტი 30, 2026
01:00 PM
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.