• dateაპრილი 01, 2026
    time11:00 AM

    განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად

    banner

    ვიწრო სფერო - ჯანდაცვა

    სწავლის სფერო - მედიცინა

    საბაზისო მედიცინა

    პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;

    ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.

    კლინიკური მედიცინა

    პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;

    ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;

    ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.

    ვიწრო სფერო - ჯანდაცვა

    სწავლის სფერო - სტომატოლოგია

    ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.

    ვიწრო სფერო - ჯანდაცვა

    სწავლის სფერო - ფარმაცია

    ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.

    ვიწრო სფერო - სამართალი

    სწავლის სფერო - სამართალი

    ასოცირებული პროფესორის (სისხლის სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.

    ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება

    ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია.

    ვიწრო სფერო - ინტერდისციპლინური 

    სწავლის სფერო - მევენახეობა და მეღვინეობა

    ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა - 1 ვაკანსია.

    კონკურსი ცხადდება 2026 წლის 01 აპრილს.

    აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2026 წლის 07 მაისიდან 2026 წლის

    09 მაისის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი

    დოკუმენტები:

    • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
    • ავტობიოგრაფია (CV);
    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    • ერთი ფოტოსურათი;
    • კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
    • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
    • სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები;
    • ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
    • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
    • სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
    • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

    პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

    • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
    • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
    • ბოლო 5 წლისგანმავლობაშიდადასტურებული, აქტიურისამეცნიერო-კვლევითისაქმიანობა, რომელიცასახულიიქნებარეიტინგულსაერთაშორისორეცენზირებადჟურნალებშიგამოქვეყნებულპუბლიკაციებში (ლინკებისმითითებასავალდებულოა);
    • ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, სასერთიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები დაგრანტები);
    • არსებობისშემთხვევაში სამეცნიერო სტიპენდიებისა დაგრანტებისდამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
    • იმ საგანმანათლებლო პროგრამის / პროგრამების განვითარების კონცეფცია, რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს; 
    • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
    • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება დოქტორანტებისხელმძღვანელობისგამოცდილებისმქონეკანდიდატს;
    • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
    • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

    ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

    • ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
    • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
    • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
    • ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
    • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
    • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
    • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
    • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

    ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

    • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
    • ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სფეროში / დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
    • ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
    • იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
    • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
    • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
    • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.

    პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:

    კონკრეტულ სფეროშიმუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.

    თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც:

    • აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
    • შრომები შესაბამის სფეროში;
    • მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში; 
    • რომელიც არის შესაბამისი სფეროს სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
    •  რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. 

    კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

    1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად); 
    2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).

    კონკურსის პირობები: 

    საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;

    ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

    კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2026 წლის

    11 მაისს.

    კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2026 წლის 13 მაისს.

    შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 13 მაისს.

    კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
    ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701 

    საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულადაც, მისამართზე.
    hr@ciu.edu.ge

    ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03

    სხვა სიახლეები