სასერტიფიკატო კურსი - „ჯანდაცვის მენეჯმენტი“

სასერტიფიკატო კურსის ძირითადი მიზანია გააცნოს მსმენელს საქართველოში და მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ჯანდაცვის მიმართულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემები და ჯანმრთელობის სფეროში მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების შეფასების მეთოდები, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები და საძიებო სისტემები, ქვეყანაში არსებული სადაზღვევო და ფარმაცევტული პოლიტიკა, ფინანსები და ჯანდაცვის ეკონომიკა.
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
კურსი განკუთვნილია ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის, ფარმაცევტებისთვის, ექიმებისთვის, სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ჯანდაცვის მიმართულებით და სხვა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აქვს სურვილი წარმატებით განაგრძოს ან/და დაიწყოს მუშაობა კერძო ან საჯარო სექტორში.
შინაარსი:
ჯანდაცვის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები, მენეჯმენტის ცნება და სახეები;
მენეჯმენტის ფუნქციები;
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა და სტრატეგია;
ჯანდაცვის სისტემის რეფორმების გატარების თავისებურებები სხვადასხვა ქვეყანაში;
მართვის ორგანიზება;
პაციენტის უფლებები ჯანდაცვაში;
მენეჯერის მუშაობის მეთოდები;
ადამიანური რესურსები ჯანდაცვაში;
ეთიკის საკითხები ჯანდაცვაში;
ადვოკატირება;
ფარმაცევტული პოლიტიკა;
ჯანდაცვის ეკონომიკა, დაფინანსების მოდელები;
სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მეთოდები;
ჯანმრთელობის დაზღვევა (საყოველთაო და კერძო);
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა;
პირველადი ჯანდაცვის სისტემა;
მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინა;
ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების მოკლე მიმოხილვა;
ჰოსპიტალი და ჰოსპიტალის მოდელები;
ტრენინგის მეთოდიკა:
ტრენინგის მეშვეობით ხდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების კომბინირება. მთელი კურსის განმავლობაში განხილული იქნება თემატური ქეისები, რომლებიც მონაწილეებს მისცემს საშუალებას, მოახდინონ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
შეფასების მეთოდები:
კურსის განმავლობაში ორჯერ მოხდება ცოდნის შეფასება, პირველი
შეფასების დროს მსმენელებს მიეცემათ კონკრეტული სიტუაციური ამოცანა და მათი მიზანი იქნება უკვე ათვისებული ცოდნის გამოყენებით კონკრეტული სიტუაციის გაანალიზება და სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა, მეორე შეფასება მოხდება ინდივიდუალური ან ჯგუფური პრეზენტაციებით, წინასწარ განსაზღვრულ აქტუალურ თემაზე.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ტრენინგის ხანგძლივობა: 36 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 390 ლარი (საბანკო რეკვიზიტები მითითებულია სარეგისტრაციო ფორმაში)
ტრენინგის ჩატარების ვადები:
I ნაკადი: 3 - 28 სექტემბერი (რეგისტრაცია 30 აგვისტომდე, 5 ადგილი)
II ნაკადი: 24 სექტემბერი - 22 ოქტომბერი (რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე, 12 ადგილი)
ტრენინგის ჩატარების დღეები: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 – 22:00 სთ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, ჩარგლის ქ. 73
საკონტაქტო პირი: ლაშა დოლიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კლინიკური სწავლების კოორდინატორი (სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელი)
ტელ: +995 32 2611298 (191), 592 52 99 77
ელ. ფოსტა: lasha.dolidze@ciu.edu.ge
სხვა სიახლეები
ივნისი 12, 2026
01:00 PM
CIU-მ ბალტიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
8-12 ივნისს, Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბალტიის საერთაშორისო აკადემიის (ლატვია) წარმომადგენლები, პროფესორი არტურ უზბეკოვი და საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი, ელენა უზბეკოვა ეწვივნენ. ვიზიტი ერთდროულად ორმხრივ ფორმატს მოიცავდა და მიზნად ისახავდა როგორც აკადემიურ (Staff Mobility for Teaching), ისე ადმინისტრაციულ (Staff Mobility for Training) თანამშრომლობას.
ივნისი 12, 2026
01:00 PM
„ქრისტიანული ერთობის 1700 წელი საქართველოში“ - კონფერენცია
11 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. აღნიშნული ისტორიული თარიღი უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ქვეყნის სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში, რის გამოც 2026 წლის განმავლობაში მის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით არაერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ივნისი 12, 2026
10:00 AM
ღია ლექცია - „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ღია ლექცია ჩატარდა. ღონისძიება, სახელწოდებით „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“, სასწავლო კურსის - „პროფესიული ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობებისთვის 2“-ის ფარგლებში მოეწყო.