• dateივნისი 12, 2026
    time10:00 AM

    ღია ლექცია - „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ღია ლექცია ჩატარდა. ღონისძიება, სახელწოდებით „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“, სასწავლო კურსის - „პროფესიული ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობებისთვის 2“-ის ფარგლებში მოეწყო.

    აღნიშნულ სასწავლო კურსს ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნანა პარინოსი უძღვება, რომელმაც შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა.

    ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს კურსის ფარგლებში განვლილი თეორიული მასალა, კერძოდ - მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი და ზესახელმწიფოების მიერ მსოფლიოს გადანაწილების პროცესი. პერფორმანსი რამდენიმე ძირითად სცენად დაიყო: „იალტის კონფერენცია“; „კუბის სარაკეტო კრიზისი“ „საბჭოთა კავშირის დაშლა“.
    ლიდერებს შორის გამართული დიალოგები წარმოსახვითი ხასიათის იყო, თუმცა სტუდენტებმა სცენარები რეალურ ფაქტობრივ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეიმუშავეს.

    ღონისძიების დასასრულს, სტუდენტების გამოსვლა შეაფასეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ ინასარიძემ, რექტორის მრჩეველმა გიორგი ფარეშიშვილმა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა გურამ ლილუაშვილმა. მათ დადებითად აღნიშნეს წარმოდგენილი აქტივობა და ნანა პარინოსს მადლობა გადაუხადეს ამ სასწავლო მეთოდის ყოველწლიურად გამოყენებისთვის.

    სხვა სიახლეები