კონფერენცია ინგლისისა და საფრანგეთის სამეფო დინასტიებზე
10 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „ინგლისისა და საფრანგეთის სამეფო დინასტიების პიკანტური ისტორიები და კულუარული ინტრიგები” - ჩატარდა.
აღნიშნული კონფერენცია ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის სალექციო კურსის „ინგლისის ისტორიის” ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნა. მან ყურადღება ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროგრამაზე თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული, ინტერაქციული სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ეკატერინე ჭალაგანიძემ მადლობა გადაუხადა პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ნანა პარინოსს პროგრამის მუდმივი განვითარებისთვის, ხოლო სალექციო კურსის ხელმძღვანელს, პროფესორ ნანა ციხისთავს - კონფერენციის ორგანიზებისთვის. დასასრულს სტუდენტები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, ნანა ციხისთავს კი, სალექციო კურსის წარმატებით დასრულებისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის, მადლობის სიგელი გადაეცა.
სხვა სიახლეები
ივნისი 12, 2026
01:00 PM
CIU-მ ბალტიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
8-12 ივნისს, Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბალტიის საერთაშორისო აკადემიის (ლატვია) წარმომადგენლები, პროფესორი არტურ უზბეკოვი და საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი, ელენა უზბეკოვა ეწვივნენ. ვიზიტი ერთდროულად ორმხრივ ფორმატს მოიცავდა და მიზნად ისახავდა როგორც აკადემიურ (Staff Mobility for Teaching), ისე ადმინისტრაციულ (Staff Mobility for Training) თანამშრომლობას.
ივნისი 12, 2026
01:00 PM
„ქრისტიანული ერთობის 1700 წელი საქართველოში“ - კონფერენცია
11 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. აღნიშნული ისტორიული თარიღი უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ქვეყნის სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში, რის გამოც 2026 წლის განმავლობაში მის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით არაერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ივნისი 12, 2026
10:00 AM
ღია ლექცია - „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ღია ლექცია ჩატარდა. ღონისძიება, სახელწოდებით „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“, სასწავლო კურსის - „პროფესიული ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობებისთვის 2“-ის ფარგლებში მოეწყო.





