• dateივნისი 08, 2026
    time09:00 AM

    სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    3-5 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონური გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი გაიმართა.

    პირველ სამუშაო დღეს სტუმრები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიას შეხვდნენ, სადაც უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ფაკულტეტებთან, ასევე, სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.

    5 ივნისს, სამუშაო პროცესი თანამედროვე მედიის აქტუალურ გამოწვევებთან დაკავშირებული სამეცნიერო სემინარით გაგრძელდა. სემინარი, სახელწოდებით: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ ორი უმაღლესი სასწავლებლის: კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და პოლონეთის გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით გაიმართა.

    უნივერსიტეტებს შორის ორი წლის წინ ევროკავშირის განათლების, პროფესიული მომზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის მხარდამჭერი პროგრამა Erasmus+ -ის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობა განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. პროფესორ-მასწავლებლებმა შეიმუშავეს სემინარის თემატიკა და მიზნები, რომელთა შესაბამისადაც კვლევითი პროექტები მომზადდა.

    წარმოდგენილი მოხსენებების შინაარსი მიზნად თამანედროვე მედიის აქტუალური გამოწვევების: ციფრული ტრანსფორმაციის შესწავლას, ენობრივი ცვლილებების კვლევას, ინტერდისციპლინური დიალოგის ხელშეწყობასა და სხვ. ისახავდა.

    სემინარი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნა. აუდიტორიას, ასევე, მიესალმა უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სესილი გოგიბერიძე, რომელმაც მონაწილეებს მოგვიანებით სერტიფიკატები გადასცა.

    სამეცნიერო სემინარის მნიშნელობაზე ისაუბრეს როგორც ქართული, ისე პოლონური მხარეების წარმომადგენლებმა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, გდანსკის უნივერსიტეტის ენისა და თარგმანმცოდნეობის კათედრის გამგემ ტატიანა კანანოვიჩმა ხაზი გაუსვა ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის მუშაობის მნიშვნელობას და მომდევნო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცეკანცლერმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ კი გაახმოვანა ქართული მხარის მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

    აღსანიშნავია, რომ ამა წლის სექტემბერში დღის სინათლეს იხილავს CIU-სა და გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი მონოგრაფია, რომელიც ევროპის უძველეს ავტორიტეტულ გამომცემლობაში: De Gruyter Brill დაიბეჭდება.

    სხვა სიახლეები