• dateივნისი 08, 2026
    time12:00 PM

    CIU-ს ფუტსალის კლუბი საქართველოს ჩემპიონია

    banner

     საქართველოს ფუტსალის უმთავრეს ლიგაში 2025-2026 წლების სეზონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის ტრიუმფით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში CIU- პრინციპული მეტოქე, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსიანგარიშით 4:2 დაამარცხა, სერიაში 3:1 გაიმარჯვა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა

    ფუტსალის თასის მოგების შემდეგ, ეს მიმდინარე სეზონში კავკასიელთა მეორე უმნიშვნელოვანესი ჯილდოა. გუნდი ახლა სეზონის მესამე ტიტულისთვის - სუპერთასისთვის ემზადება, მოგვიანებით კი, ევროპის საუკეთესო კლუბებთან ერთად, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

    მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა ჩემპიონები ოქროს მედლებითა და საჩემპიონო თასით დააჯილდოვეს.

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ასოციაციამ ასევე გამოავლინეს 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ნომინანტები, სადაც CIU- წარმომადგენლები დომინირებენ:

    • საუკეთესო მეკარე - ალი ასლანი
    • საუკეთესო მცველი - საბა ტყეშელაშვილი
    • საუკეთესო თავდამსხმელი - ჯანიკო გიორგაია;
    • საუკეთესო მწვრთნელი - ლევან კობაიძე
    • საუკეთესო ბომბარდირი - ჯანიკო გიორგაი (21 გოლი);
    • სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ალი ასლანი.

    აღსანიშნავია, რომ CIU- მეკარე ალი ასლანი სეზონის ერთადერთი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთდროულად ორ ინდივიდუალურ ნომინაციაში - წლის საუკეთესო მეკარისა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პოზიციებზე გაიმარჯვა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს გუნდს საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას და წარმატებას უსურვებს სუპერთასსა და ევროპულ ასპარეზზე.

    სხვა სიახლეები