ნათია ფოფხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
23 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნათია ფოფხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ტრადიციული მედიის ახალი დღის წესრიგი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ციფრული პორტფოლიო“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალისტიკაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა კაჭარავა, ოფიციალური რეცენზენტები კი ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (GIU) პროფესორი მარინე ვეკუა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნათია ფოფხაძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
სხვა სიახლეები
ივლისი 23, 2026
02:00 PM
ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
22 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში“.
ივლისი 23, 2026
08:00 AM
მობილობა CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ივლისი 23, 2026
08:00 AM
CIU-ში აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი „ინტერნაციონალიზაცია პრაქტიკაში“ გაიმართა
6 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „ინტერნაციონალიზაცია პრაქტიკაში“. ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სვეტლანა კირაკოსიანი.




