• dateივლისი 23, 2026
    time08:00 AM

    CIU-ში აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი „ინტერნაციონალიზაცია პრაქტიკაში“ გაიმართა

    banner

    6 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „ინტერნაციონალიზაცია პრაქტიკაში“. ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სვეტლანა კირაკოსიანი.

    ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობის, აკადემიური ხილვადობის გაზრდის, საერთაშორისო პლატფორმების (ORCID, Google Scholar, ResearchGate, Scopus/Web of Science) გამოყენების, საერთაშორისო პუბლიკაციების, კონფერენციებში მონაწილეობის, პროფესიული ქსელების განვითარების, Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების, აკადემიური პერსონალის მობილობის, საერთაშორისო პარტნიორობებისა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის მექანიზმების შესახებ.

    მონაწილეები ასევე გაეცნენ Erasmus+ CBHE პროექტ ERIC-GE-ს, მის მიზნებს, განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტის ფარგლებში აკადემიური პერსონალისთვის შექმნილ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, განხილულ იქნა Web of Science პლატფორმის გამოყენების უპირატესობები, მათ შორის მისი მნიშვნელობა კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და საერთაშორისო აკადემიური ხილვადობის გაზრდის მიმართულებით.

    ტრენინგის მიზანი იყო აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლება და საერთაშორისო აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

    სხვა სიახლეები