• dateივლისი 23, 2026
    time02:00 PM

    ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    22 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში“.

    ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი ხრუსტალი, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შალვა ქურდაძე და სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სალომე წურწუმია. 

    ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქეთევან ცინცაძეს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. 

    სხვა სიახლეები