• dateნოემბერი 13, 2023
    time12:31 PM

    სამეცნიერო მიღწევებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ CIU-ს პროფესორები

    10 ნოემბერს იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო მიღწევებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების, გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი - ვახტანგ მაისაია და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი - ბექა ქანთარია.

    10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ 2001 წელს UNESCO-ს ეგიდით დაწესდა, მას შემდეგ საქართველო ყოველწლიურად უერთდება მსოფლიო ინიციატივას.

    აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მეცნიერების საერთაშორისო დღე შემდეგი თემატიკით აღინიშნება: „ფუნდამენტური მეცნიერებები მდგრადი განვითარებისთვის“.

    სხვა სიახლეები