საჯარო ლექცია პროექტების მენეჯმენტის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“.
ლექციას უძღვებოდა ნანა ლობჯანიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, PMP სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი და PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის კომუნიკაციების, მარკეტინგისა და სოციალური მედიის დირექტორი.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო პროექტების მენეჯერის პროფესიის რეალური სპეციფიკა, გავრცელებული სტერეოტიპები და თანამედროვე შრომით ბაზარზე არსებული შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უნარებსა და კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია აღნიშნულ სფეროში წარმატებული კარიერის დასაწყებად და განვითარებისთვის.
სპიკერმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა კარიერული გზის დაგეგმვის მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტიდან პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმის პროცესსა და იმ პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომლებიც პროექტების მენეჯერის საქმიანობას ახლავს თან.
ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ. ღონისძიებას ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ივლისი 14, 2026
02:00 PM
„AI და მდგრადი განვითარების გამოწვევები“ - საჯარო ლექცია
ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ისინი განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვავითარებთ ეკონომიკას. თუმცა, ამ სწრაფ ტექნოლოგიურ ნახტომს მეორე, ნაკლებად შესამჩნევი მხარეც აქვს - მზარდი ეკოლოგიური და სოციალური გამოწვევები.
ივლისი 14, 2026
01:00 PM
შიდა მობილობა CIU-ში
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 3 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
ივლისი 14, 2026
01:00 PM
მომავალი მედიკოსებისთვის კარდიოქირურგიული ვორქშოპი „CardioCore“ ჩატარდა
12 ივლისს, ორგანიზაცია MCO-ის ორგანიზებით, გაიმართა მასშტაბური ვორქშოპი - „CardioCore: კარდიოლოგიური ანატომია და ქირურგიული უნარები“, რომელშიც მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 85-მდე უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.




