• dateივლისი 24, 2026
    time12:00 PM

    პროფესორი ნანა პარინოსი და სტუდენტი ლიზა ბოლქვაძე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე

    banner

    18 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ნანა პარინოსმა და ამავე პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა, ლიზა ბოლქვაძემ, თურქეთში, სტამბოლის მედენიეტის უნივერსიტეტის „ენის, ლიტერატურისა და თარგმანმცოდნეობის“ მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა.

    სიმპოზიუმი პროფესორმა ნანა პარინოსმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომების გაზიარების, ისე მკვლევართა შორის გლობალური ქსელის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ასევე, ნანა პარინოსმა უხელმძღვანელა სექციას სახელწოდებით „ინგლისური ენა და ლიტერატურა“, სადაც ლიზა ბოლქვაძემ წარადგინა ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი „აქტიური ბავშვის ტიპოლოგია ინგლისურ ლიტერატურაში“.

    სამეცნიერო სიმპოზიუმი აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

    სხვა სიახლეები