კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები:
- მაგისტრანტობის კანდიდატის რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. www.naec.gov.ge; online.naec.ge (პროცესი დასრულებულია);
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერი; (სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას.)
- უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
- უნივერსიტეტის შიდა გამოცდის ჩაბარება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 60 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სამართლის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 3000 ლარი;
- მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი გამოცდა,
- სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 25 ადგილი;
- სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
- მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
საბუთების მიღება განხორციელდება 2026 წლის 31 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.
ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში, შევსებული განცხადების ფორმა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა ასევე შესაძლებელია შემდეგი ელ.ფოსტის მისამართებზე:
registration.business@ciu.edu.ge
registration.social@ciu.edu.ge
registration.agro@ciu.edu.ge
registration.law@ciu.edu.ge
შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.
გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება 10 სექტემბერს.
სპეციალობის გამოცდები ჩატარდება 10-11 სექტემბერს.
ჩარიცხვის უფლება მოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 15-16 სექტემბერი.
უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (არსებობის შემთხვევაში).
გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
- ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
- მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
- გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
- საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა