მაგდა თორთლაძის მონაწილეობა მაიამიში გამართულ მსოფლიო კონგრესში
19-21 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ მონაწილეობა მიიღო ფერტილობის შენარჩუნების საერთაშორისო საზოგადოების (ISFP) მე-9 მსოფლიო კონგრესში (9th World Congress of the International Society for Fertility Preservation), რომელიც აშშ-ის ქალაქ მაიამიში გაიმართა.
Oncofertility Consortium-თან თანამშრომლობით ჩატარებული კონგრესი მსოფლიოს 51 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებდა. მაგდა თორთლაძემ კონგრესზე კლინიკური შემთხვევა პოსტერ-პრეზენტაციის სახით წარადგინა.
კონგრესში მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ონკოფერტილობის მიმართულებით თანამედროვე მიღწევების გაცნობისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 25, 2026
12:37 PM
გიორგი ფარეშიშვილის სამეცნიერო ვიზიტი რუმინეთსა და მოლდოვაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რექტორის მრჩეველი, ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ფარეშიშვილი სამეცნიერო მივლინებით რუმინეთსა და მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ნოემბერი 25, 2026
08:41 AM
Erasmus+ სემესტრული გაცვლითი პროგრამა იალოვას უნივერსიტეტში (იალოვა, თურქეთი)
2026–2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე იალოვას უნივერსიტეტში (Yalova University).
ნოემბერი 24, 2026
12:39 PM
CIU-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა პარინოსმა ნოტინგემის უნივერსიტეტში კვლევა წარადგინა
12-14 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ნანა პარინოსმა დიდი ბრიტანეთის ნოტინგემის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო ნაშრომი წარადგინა - „შრომითი წინააღმდეგობის არქიტექტონიკა თანამედროვე პერსპექტივაში: ჰერმან მელვილის „ბარტლბისა“ და დავით კლდიაშვილის „პლატონ სამანიშვილის“ შედარებითი ანალიზი“.




