Erasmus+ სემესტრული გაცვლითი პროგრამა იალოვას უნივერსიტეტში (იალოვა, თურქეთი)

2026–2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე იალოვას უნივერსიტეტში (Yalova University).
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
მასპინძელი უნივერსიტეტი: Yalova University, თურქეთი.
სწავლების ენა: ინგლისური
ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური დონე: B1 დონე.
აკადემიური მოსწრების მინიმალური მოთხოვნა:
- საბაკალავრო საფეხური – GPA მინიმუმ 2.20
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი
საკონკურსო ადგილი: 1 სტუდენტი.
სასწავლო დატვირთვა: ერთი სემესტრის განმავლობაში 30 ECTS კრედიტი.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2026
სააპლიკაციო დოკუმენტების (PDF ფორმატით) მიღება ხდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე:
შერჩევის პროცედურა
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას:
- ინდივიდუალური მხარდაჭერა: 800 ევრო თვეში;
- მგზავრობის ხარჯების დაფინანსება: განისაზღვრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იალოვას უნივერსიტეტს შორის მანძილის მიხედვით, ევროკომისიის ოფიციალური მანძილის კალკულატორის შესაბამისად. Green Travel-ის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი სამგზავრო დაფინანსების მიღება.
- ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები იალოვას უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში.
სტუდენტს ასევე შეუძლია განიხილოს მობილობაში ნულოვანი გრანტით (Zero-Grant) მონაწილეობის შესაძლებლობა, შესაბამისი შერჩევისა და პროგრამის მოთხოვნების დაცვით.
შედეგების გასაჩივრების პროცედურა: აპლიკანტებს კონკურსის შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებითა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: https://admin.ciu.edu.ge/uploads/internal_regulatory_document_ka_2_a48bdc90c7.pdf
სხვა სიახლეები
ნოემბერი 25, 2026
12:37 PM
გიორგი ფარეშიშვილის სამეცნიერო ვიზიტი რუმინეთსა და მოლდოვაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რექტორის მრჩეველი, ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ფარეშიშვილი სამეცნიერო მივლინებით რუმინეთსა და მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ნოემბერი 25, 2026
11:48 AM
მაგდა თორთლაძის მონაწილეობა მაიამიში გამართულ მსოფლიო კონგრესში
19-21 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ მონაწილეობა მიიღო ფერტილობის შენარჩუნების საერთაშორისო საზოგადოების (ISFP) მე-9 მსოფლიო კონგრესში (9th World Congress of the International Society for Fertility Preservation), რომელიც აშშ-ის ქალაქ მაიამიში გაიმართა.
ნოემბერი 24, 2026
12:39 PM
CIU-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა პარინოსმა ნოტინგემის უნივერსიტეტში კვლევა წარადგინა
12-14 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ნანა პარინოსმა დიდი ბრიტანეთის ნოტინგემის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო ნაშრომი წარადგინა - „შრომითი წინააღმდეგობის არქიტექტონიკა თანამედროვე პერსპექტივაში: ჰერმან მელვილის „ბარტლბისა“ და დავით კლდიაშვილის „პლატონ სამანიშვილის“ შედარებითი ანალიზი“.