საჯარო ლექცია თემაზე: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“
8 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საჯარო გამოსვლის სპეციალისტი ჟანა ასანიძე უძღვებოდა. საჯარო ლექციის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და შეხვედრის მოდერატორი, პროფესორი ლელა წიტაიშვილი, რომელმაც სტომატოლოგებისათვის საჯარო გამოსვლის უნარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში ჟანა ასანიძემ საჯარო გამოსვლის როლისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც სტომატოლოგებს ენიჭებათ პროფესიული განვითარების გზაზე. თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ეფექტურ გამოყენებას პაციენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, ასევე პროფესიული კარიერის განვითარებასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის.
შეხვედრას სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.
დეკემბერი 11, 2025
10:30 AM
CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პროექტი „თბილი ქალაქი თბილისი“
6 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა, სასწავლო კურსის „ღონისძიებების მენეჯმენტი MICE ტურიზმი“ (ლექტორი: ასოც. პროფესორი ნანა ახალაია) ფარგლებში, წარმატებით განახორციელეს პრაქტიკული სასწავლო აქტივობა - თბილისის გაცნობითი ტური ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებისთვის.
დეკემბერი 10, 2025
10:00 AM
ტრენინგი ონლაინ სამეცნიერო რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე
On December 10, Caucasus International University library hosted a training on the topic: “The Online Scientific World: Effective Use of Databases and Opportunities for Publishing Articles”.




