• dateDecember 09, 2025
    time11:00 AM

    Public Lecture on the Topic: “The Art of Public Speaking”

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    8 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო  პროგრამის  ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.

    შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საჯარო გამოსვლის სპეციალისტი ჟანა ასანიძე უძღვებოდა. საჯარო ლექციის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და შეხვედრის მოდერატორი, პროფესორი ლელა წიტაიშვილი, რომელმაც სტომატოლოგებისათვის საჯარო გამოსვლის უნარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    ღონისძიების ფარგლებში ჟანა ასანიძემ საჯარო გამოსვლის როლისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც სტომატოლოგებს ენიჭებათ პროფესიული განვითარების გზაზე. თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ეფექტურ გამოყენებას პაციენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, ასევე პროფესიული კარიერის განვითარებასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის.

    შეხვედრას სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

    Other News