• dateდეკემბერი 11, 2025
    time01:00 PM

    AI Startup Winter 2025-2026

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.

    ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან:

    1.  AI სტარტაპ ვორქშოპი - ვორქშოპის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე AI ინსტრუმენტებს, ისწავლიან იდეების გენერირებას, პრობლემის ანალიზს და პროტოტიპის შექმნას. მათთან ერთად აქტიურად იმუშავებენ მენტორები: გიორგი კაკაშვილი და ია ნადირაშვილი.

    18 დეკემბერი, 15:00 საათი, აუდიტორია 305 

    22 დეკემბერი, 16:00 საათი, აუდიტორია 505 

    1. AI სტარტაპ კონკურსი - ვორქშოპის დასრულების შემდეგ, სტუდენტური გუნდები ჟიურის წინაშე წარადგენენ AI ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ციფრულ სტარტაპ იდეებს.

    შეფასების კრიტერიუმები:

    • იდეის სიახლე (ორიგინალურობა)
    • ტექნიკური განხორციელებადობა
    • ხელოვნური ინტელექტის სწორი გამოყენება
    • პრეზენტაციის ხარისხი

    გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური ჯილდოები, ხოლო ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს.

    ციფრული სტარტაპ იდეების წარდგენა ჟიურის წინაშე - 12 იანვარი, 15:00 საათი,   აუდიტორია 305.

    ღონისძიების მიზანია, სტუდენტებში ინოვაციური აზროვნების, ტექნოლოგიური უნარების, გუნდური და AI-სთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების განვითარება. ეს ფორმატი ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას თანამედროვე ციფრულ ეკოსისტემაში და მათი პროფესიული მზაობის გაძლიერებას.


    მონაწილეობისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/DctFZ6QB9Y94MDQy5

    სხვა სიახლეები