CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პროექტი „თბილი ქალაქი თბილისი“
6 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა, სასწავლო კურსის „ღონისძიებების მენეჯმენტი MICE ტურიზმი“ (ლექტორი: ასოც. პროფესორი ნანა ახალაია) ფარგლებში, წარმატებით განახორციელეს პრაქტიკული სასწავლო აქტივობა - თბილისის გაცნობითი ტური ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებისთვის.
პროექტის კონცეფცია, სახელწოდებით „თბილი ქალაქი თბილისი“, ორიენტირებული იყო საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქალაქის ისტორიული, კულტურული და თანამედროვე ასპექტების გაცნობაზე, თბილი და მეგობრული გარემოს შექმნის პრინციპით.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა სასწავლო კურსში სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრაციის შედეგად. ეს მიდგომა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად დაახლოებული გამოცდილების მიღებას.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტებმა დამოუკიდებლად უზრუნველყვეს ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების სრული ციკლი, რაც მოიცავდა: ტურის მარშრუტის შემუშავებას; სარეკლამო ფლაიერების შექმნას; ლოგისტიკისა და კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვას; პროფესიული გიდის მომსახურების ელემენტების ინტეგრაციას.
განსაკუთრებით აღინიშნა სტუდენტ ანა წიქარიძის მიერ შექმნილი კრეატიული კომპონენტი - „ტკბილი სახლები“, რომელმაც ემოციური და პოზიტიური ეფექტი მოახდინა უცხოელ მონაწილეებზე.
პროექტის განხორციელებამ უცხოელ სტუდენტებს მისცა თბილისის კულტურული ატმოსფეროს უშუალო აღქმის შესაძლებლობა. ამავდროულად, მონაწილე სტუდენტებმა მნიშვნელოვნად განავითარეს პროფესიული უნარები, მათ შორის ღონისძიებების დაგეგმვა, გუნდური მუშაობა და საერთაშორისო სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია.
კურსის განმახორციელებლის, ასოცირებული პროფესორის ნანა ახალაიას შეფასებით, ღონისძიება სრულად შეესაბამებოდა MICE ტურიზმის სფეროში განსაზღვრულ სტანდარტებსა და კურსის სასწავლო შედეგებს. მან ხაზი გაუსვა სტუდენტების მაღალ ჩართულობას, პასუხისმგებლობასა და კრეატიულ მიდგომას.
აქტივობის მაღალი ხარისხი და სასწავლო შედეგების ეფექტიანი მიღწევა უზრუნველყოფილი იქნა ტურიზმის ლაბორატორიაში სასწავლო კურსის სილაბუსის ერთობლივი შემუშავებით (პროგრამის ხელმძღვანელი: ლალი მიქელაძე; კურსის ლექტორი: ნანა ახალაია) და ინოვაციური სწავლების მეთოდების ინტეგრაციით.
პროექტი „თბილი ქალაქი თბილისი“ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. იგი პირდაპირ უწყობს ხელს უცხოელი სტუდენტების ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროცესს, ამცირებს კულტურული განსხვავებულობის რისკს და ქმნის მეგობრულ, უსაფრთხო და მხარდამჭერ სასწავლო გარემოს უნივერსიტეტში.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.
დეკემბერი 10, 2025
10:00 AM
ტრენინგი ონლაინ სამეცნიერო რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე
On December 10, Caucasus International University library hosted a training on the topic: “The Online Scientific World: Effective Use of Databases and Opportunities for Publishing Articles”.
დეკემბერი 09, 2025
01:15 PM
იოსებ ტურაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
2025 წლის 22 დეკემბერს, 15: 00 საათზე, მულტიმედია ცენტრის პანორამაში (პირველი კორპუსის მე-10 სართული) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ იოსებ ტურაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: გეოსტრატეგიული ინდიკატორების გავლენა აშშ-ს სამხედრო პოლიტიკის ფორმირებაზე (უკრაინისა და ჩინეთის შემთხვევების მაგალითზე).








