საჯარო ლექცია - „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ბიზნესსექტორში“
18 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე - „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ბიზნესსექტორში“.
ლექციას უძღვებოდა მარიამ ქადარია - CIU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული. მარიამი დღესდღეობით უსაფრთხოების კოლეჯში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამას ხელმძღვანელობს, არის უსაფრთხოების აკადემიის აკრედიტებული ტრენერი შვიდწლიან საგანმანათლებლო პრაქტიკით, ასევე, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ექვსწლიანი მართვის გამოცდილებით. გარდა ამისა, ის თავადაც აგრძელებს აკადემიურ განვითარებას და სწავლობს CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე.
საჯარო ლექციის განმავლობაში მარიამ ქადარიამ რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილების მაგალითებით აღწერა, რატომ არის შრომის უსაფრთხოება არა მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნა, არამედ ბიზნესის სტაბილურობისა და თანამშრომლების კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი პირობა. სტუდენტებმა მოისმინეს, როგორ იცვლება სტანდარტები, რა პასუხისმგებლობები ეკისრება დამსაქმებლებს და რატომ არის ეფექტური უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება თითოეული ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატებისთვის.
ღონისძიების დაწყებამდე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმნენ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მამუკა თორია. ინტერაქტიული ხასიათის შეხვედრაზე სტუდენტებს კითხვების დასმისა და თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობაც მიეცათ.
სხვა სიახლეები
აპრილი 01, 2026
11:00 AM
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
აპრილი 01, 2026
09:00 AM
CIU-ს შეთავაზება აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ.
მარტი 30, 2026
01:00 PM
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.





