„საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას 2026 წლის პირველი ნომრისთვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას 2026 წლის პირველი ნომრისთვის.
ჟურნალში მიიღება სტატიები დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერების და დოქტორანტურის სტუდენტების ავტორობით ან თანაავტორობით.
- სტატიის გამოგზავნა შესაძლებელია ჟურნალის ელ.ფოსტაზე - ijss@ciu.edu.ge;
- სტატიის წარდგენის ბოლო ვადაა 5 მაისი, 2026, 17:00 საათამდე.
ავტორებს სტატიის გამოგზავნამდე ევალებათ, რომ ყურადღებით გაეცნონ ავტორთა გზამკვლევს და დარწმუნდნენ რომ სტატია შეესაბამება ჟურნალის სტანდარტებს. ავტორთა გზამკვლევი იხილეთ ბმულზე: https://journal.ciu.edu.ge/publish/guide
სტატიის გამოქვეყნების პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://journal.ciu.edu.ge/publish/submit
„საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ არის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) რეფერირებადი ჟურნალი, ორმაგი ანონიმური რეცენზირებით და ღია წვდომით, რომელიც დაარსდა 2021 წელს (E-ISSN 2720-8036). ჟურნალი ინდექსირებულია ERIH PLUS-ის Index Copernicus-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.
ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიურ კვლევებს ორიგინალური სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ კვლევით სტანდარტებს და ქმნიან ახალ ცოდნას ან/და საკითხს წარმოაჩენენ ახლებური ხედვით.
სტატიის გამოქვეყნება ავტორებისთვის არის უფასო, მისი გამოქვეყნების ხარჯებს აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, მედიის და საერთაშორისო ურთიერთობების ნებისმიერი სპეციალობებიდან. ჟურნალი ასევე მიესალმება ინტერდისციპლინურ კვლევებს, რომლებიც ეხება ზემოაღნიშნული მიმართულებებიდან ერთ-ერთს მაინც. სტატიები უნდა იყოს ემპირიული/თეორიული კვლევის შედეგები ან შემთხვევის ანალიზი (case study).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ჟურნალის ადმინისტრაციას ელ.ფოსტაზე: ijss@ciu.edu.ge
სხვა სიახლეები
მაისი 15, 2026
02:00 PM
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - კულტურათაშორისი ღონისძიება
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურათაშორისი ღონისძიება - „ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - გაიმართა. აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურის, ასევე სტუდენტ მენტორთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
მაისი 14, 2026
03:10 PM
პრაქტიკული აქტივობები მოსწავლეებისთვის მედიცინის მიმართულებით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა. პროექტის მიზანს მედიცინის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია და დარგობრივი ცოდნის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
მაისი 14, 2026
03:00 PM
სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ჩატარდა
10-12 მაისს, ქალაქ სტამბოლში (თურქეთი), წარმატებით გაიმართა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“. მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავდა თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვასა და ინოვაციური გადაჭრის გზების ძიებას.