ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართა.
პრეზენტაციას სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ლიტერატურათმცოდნეები, პროფესორ-მასწავლებლები, პროექტის მონაწილეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა გახსნა. ვახტანგ წივწივაძემ სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვიდეოქრესტომათიის შექმნის იდეა და განხორციელების ეტაპები საზოგადოებას პროექტის ავტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ პაიჭაძემ გააცნო.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე მისით განსაზღვრული მიზნების შესრულებისას მსგავსი, შემეცნებითი კონტენტის როლზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ვიცე-კანცლერმა, CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ ისაუბრა.
შემოქმედებით პროცესსა და ქართული ლიტერატურის სწავლებისას მულტიმედიური ვიდეოთეკის მნიშვნელობაზე პროექტის ხელმძღვანელმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო მინდიაშვილმა გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში „ცოცხალი ტექსტების“ ვიდეოანოტაციის პრეზენტაცია გაიმართა. ჩვენების შედეგ საზოგადოებას შთაბეჭდილებები პროექტის მონაწილეებმა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
სამი ნაწილისგან შემდგარი ვიდეოთეკა ქართული ლიტერატურის ძველ (V-XVIII საუკუნე), ახალ (XIX საუკუნე) და უახლეს (XX საუკუნე) პერიოდს აერთიანებს. თითოეულ მონაკვეთში აქტუალურობის მიხედვით, ქრონოლოგიურად წარმოდგენილი მასალები სავსებით შესაბამისობაშია ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო პროგრამებთან.
პროექტის ფარგლებში ქართველი მწერლების შემოქმედებას დარგის სპეციალისტები, ლიტერატორები, ტექსტოლოგები და პუბლიცისტები კითხულობენ.
ვიდეოქრესტომათია ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, აუდიტორიისათვის გაცნობასა და კიდევ ერთხელ გადააზრებას ისახავს მიზნად.
„ცოცხალი ტექსტები“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.
სხვა სიახლეები
მაისი 29, 2026
01:10 PM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.
მაისი 29, 2026
01:00 PM
CIU-ს რექტორის მრჩეველმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
25-28 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ასოცირებული პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეობა მიიღო მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის (MoPSA) მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „დემოკრატიზაცია და სახელმწიფო მშენებლობა“.
მაისი 29, 2026
10:00 AM
CIU-მ Erasmus+-ის ფარგლებში თურქ პროფესორ იუსუფ ავარს უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) Erasmus+-ის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტის (ქ. ქილისი, თურქეთი) ასისტენტ-პროფესორს, იუსუფ ავარს უმასპინძლა. ვიზიტი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რაც როგორც ოფიციალურ შეხვედრებსა და საჯარო ლექციებს, ისე კულტურულ შემეცნებით ტურებს მოიცავდა.





















