CIU-მ Erasmus+-ის ფარგლებში თურქ პროფესორ იუსუფ ავარს უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) Erasmus+-ის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტის (ქ. ქილისი, თურქეთი) ასისტენტ-პროფესორს, იუსუფ ავარს უმასპინძლა. ვიზიტი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რაც როგორც ოფიციალურ შეხვედრებსა და საჯარო ლექციებს, ისე კულტურულ შემეცნებით ტურებს მოიცავდა.
ვიზიტის აკადემიური ნაწილი 27 მაისს, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სვეტლანა კირაკოსიანთან სამუშაო შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. მოგვიანებით, თურქი პროფესორი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ალიკა გუჩუასა და საერთაშორისო ურთიერთობების/უსაფრთხოების/გლობალური პოლიტიკის ქართული და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სასწავლო პროგრამების თავისებურებები და სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
ოფიციალური შეხვედრების დასრულებისთანავე, პროფესორმა იუსუფ ავარმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების სერია დაიწყო, რომელიც მთლიანად ევროკავშირის აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებს დაეთმო. პირველ დღეს სტუმარმა აუდიტორიასთან ერთად მიმოიხილა ევროკავშირის სუპრანაციონალური სტრუქტურა, მისი ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესები, მოგვიანებით კი ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო არენაზე ნორმატიული ძალის, როლსა და მის ბუნებაზე.
ლექციების სერია 29 მაისს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემით - ევროკავშირში არსებული მიგრაციული პოლიტიკით გაგრძელდა. პროფესორმა სტუდენტებს გააცნო მიგრაციის ისტორიული კონტექსტი, უახლესი ტენდენციები და ის მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს ევროპული ოჯახი დგას. აღსანიშნავია, რომ ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რაც სტუდენტებს აძლევდა შესაძლებლობას, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
აკადემიური აქტივობების პარალელურად, თურქი სტუმრისთვის მოეწყო კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ღირსშესანიშნაობებს.
ვიზიტის დასასრულს, იუსუფ ავარს Erasmus+-ის პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავ აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას და სტუდენტებისთვის უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.
სხვა სიახლეები
მაისი 30, 2026
08:00 AM
ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეოქრესტომათიის - „ცოცხალი ტექსტების“ წარდგენა გაიმართა.
მაისი 29, 2026
01:10 PM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“ დასასწრებად.
მაისი 29, 2026
01:00 PM
CIU-ს რექტორის მრჩეველმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
25-28 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, ასოცირებული პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეობა მიიღო მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის (MoPSA) მიერ ორგანიზებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „დემოკრატიზაცია და სახელმწიფო მშენებლობა“.




