პროფესორ გიორგი ფარეშიშვილის მოხსენება იაპონიის სამეცნიერო კონფერენციაზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა და ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში, კიოტოს რიუკოკუს უნივერსიტეტში გამართულ გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მასშტაბურ სამეცნიერო კონფერენციაში - JAGR 2026. ღონისძიება, რომელიც 19-20 სექტემბერს ჩატარდა, რიუკოკუს უნივერსიტეტისა და Japan Association for Geopolitical Research-ის ორგანიზებით მოეწყო და მას მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ესწრებოდნენ მეცნიერები.
კონფერენციაზე გიორგი ფარეშიშვილი წარდგა მოხსენებით: „კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში და რელიგიების როლი მშვიდობის პროცესების ხელშეწყობაში: საქართველო, როგორც ტოლერანტობის მოდელი“.
ვიზიტის ფარგლებში მან ასევე გამართა სამუშაო შეხვედრები რიუკოკუს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორებთან და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, პროფესორ ჯულიან ტაკეტანისთან, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
სხვა სიახლეები
სექტემბერი 22, 2026
12:08 PM
სტუდენტი, საბა ინანეიშვილი, ძიუდოში სკოპიეს ევროპის თასის მფლობელია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი, საბა ინანეიშვილი, ძიუდოში სკოპიეს ევროპის თასის მფლობელია.
სექტემბერი 22, 2026
07:57 AM
სტუდენტი ალექსანდრე ბეგიაშვილი FabLab-ში დასაქმდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ალექსანდრე ბეგიაშვილი, კასპის ტექნოპარკის FabLab-ში მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდა.
სექტემბერი 21, 2026
02:00 PM
მიღება პროფესიულ პროგრამებზე
თუ ფიქრობ პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე, ახალი პროფესიის დაუფლებასა ან კარიერული შესაძლებლობების გაზრდაზე, ახლა ამისთვის კარგი დროა.




