• dateსექტემბერი 21, 2026
    time02:00 PM

    მიღება პროფესიულ პროგრამებზე

    banner

    თუ ფიქრობ პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე, ახალი პროფესიის დაუფლებასა ან კარიერული შესაძლებლობების გაზრდაზე, ახლა ამისთვის კარგი დროა. 

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში იწყება რეგისტრაცია პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ მოკლევადიან პროგრამებზე, რომლებიც დაფინანსებულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.

    რეგისტრაცია: 22-29 სექტემბერი, 2026

    პროგრამები შექმნილია პრაქტიკული ცოდნისა და მოთხოვნადი უნარების გასავითარებლად. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება:

    • მევენახეობის სპეციალისტი
    • მეღვინე-ტექნიკოსი
    • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
    • ნულოვანი ემისიის სოფლის მეურნეობის მართვა

    პროგრამების დასრულების შემდეგ მიიღებ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

    როგორ დარეგისტრირდე?

    რეგისტრაციისთვის ეწვიე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრს თბილისში ან შენთვის სასურველ რეგიონში.

    თბილისში რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

    • მიხეილ ასათიანის ქ. N9
    • დავით სარაჯიშვილის გამზირი N1
    • მოსკოვის გამზირი N25
    • ადამ მიცკევიცის ქ. N23

    სამუშაო საათები: 10:00-17:00

    აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

    ადგილები შეზღუდულია - ნუ გადადებ რეგისტრაციას!

    შენი პროფესიული განვითარება შეიძლება სწორედ ერთი გადაწყვეტილებით დაიწყოს.

    აირჩიე მიმართულება, მიიღე ახალი ცოდნა და შექმენი ახალი შესაძლებლობები საკუთარი კარიერისთვის. 

    პროგრამების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/fuUxG                                                               

    საკონტაქტო პირები:

    თეა ოსეფაშვილი, დირექტორი (ტელ: 599 970 277)
    ელენე სოსელია, სპეციალისტი (ტელ: 597 006 491)

    სხვა სიახლეები