• dateსექტემბერი 18, 2026
    time02:00 PM

    დამატებითი მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლისთვის აცხადებს დამატებით მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

    შენიშვნა: დამატებით მიღებაზე არ დაიშვება კანდიდატი, ვინც ძირითად მიღებაზე ვერ გადალახა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდ(ებ)ის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

    • სამართლის სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
      სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სამართლის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.
    • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20 ადგილი;
      სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
    • მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 18 ადგილი;
      სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
    • გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3 ადგილი;
      სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
    • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 41 ადგილი;
      სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
    • საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 11 ადგილი;
      სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.
    • ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
      ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 9 ადგილი;
      სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
      მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

    საბუთების მიღება განხორციელდება 2026 წლის 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.) ან ელექტრონულად.

    სპეციალობაში და ინგლისურ ენაში გამოცდა ჩატარდება 28 სექტემბერს.

    ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 29 სექტემბერი.

    უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
    • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
    • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
    • B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში არსებობის შემთხვევაში.

    ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე:

    • სამართლის ფაკულტეტი
      registration.law@ciu.edu.ge
    • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
      registration.business@ciu.edu.ge
    • სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
      registration.social@ciu.edu.ge
    • მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
      registration.agro@ciu.edu.ge

    შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.

    მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც საბაკალავრო საფეხური დასრულებული აქვს წარჩინებით (CIU-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში 3.5 ან მეტი GPA), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ისარგებლებს 50%-იანი შიდა გრანტით, პროგრამის ხანგრძლივობის პერიოდით.

    გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

    სხვა სიახლეები