CIU-ში პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამა „ნულოვანი ემისიის მართვა სოფლის მეურნეობაში“ ინერგება
11 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კამპუსმა მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. უნივერსიტეტს სტუმრად World Vision-ისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ბაზაზე ახალი, ინოვაციური პროგრამების განხორციელების შესაძლებლობების განხილვას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა 2025 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება. პარტნიორობა ხორციელდება მასშტაბური პროექტის - „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში „მწვანე უნარების“ დანერგვასა და ეკოლოგიურად მდგრადი ბიზნესმოდელების განვითარებას.
ამ საერთო მიზნის მისაღწევად, მხარეები აქტიურად მუშაობენ ახალი პროფესიული გადამზადების პროგრამის - „ნულოვანი ემისიის მართვა სოფლის მეურნეობაში“ - შექმნაზე. უნივერსიტეტისთვის აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პროგრამის შემუშავების, მისი განხორციელების უფლების მოპოვებისა და პრაქტიკული დანერგვის ეტაპებზე.
სამუშაო შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობდნენ World Vision-ის საქართველოსა და ავსტრიის ოფისების წარმომადგენლები - თამარ კიკვაძე და ჯულიანე ვოლი, ასევე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მესხიშვილი.
სხვა სიახლეები
თებერვალი 19, 2026
08:00 AM
კონკურსი სტუდენტებისთვის: „შენი ხმა, შენი იდეა“
19 თებერვალს, პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და დოქტორანტურის სამსახური აცხადებენ კრეატიულ კონკურსს მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ორიგინალურობა ყველაზე დიდი ღირებულებაა!
თებერვალი 18, 2026
11:00 AM
„ხელოვნური ინტელექტი, ეთიკა და მშვიდობა“ - ზაზა ცოტნიაშვილის საჯარო ლექცია ნიქოზში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მეუფე ისაიას მიერ დაარსებულ ხელოვნების სკოლას შორის არსებული მრავალწლიანი ტრადიციული ურთიერთობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით გაგრძელდა. 16 თებერვალს, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას მიწვევით, ნიქოზის ხელოვნების სკოლაში CIU-ს მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა.
თებერვალი 17, 2026
11:00 AM
გახდი სამართლის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს წევრი!
გახდი სამართლის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს წევრი! დეკანის მრჩეველთა საბჭოს მიზანია, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა და მათი მიზნებისა და ინტერესების განხორციელების ხელშეწყობა;




