გიორგი გოგოხიას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
18 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი გოგოხიას დისერტაციის დაცვა თემაზე: „მედია და თანამედროვე საარჩევნო სისტემები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა კაჭარავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; ოფიციალური რეცენზენტები: ეკატერინე ჭალაგანიძე - მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მარინე ლომიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი გოგოხიას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 19, 2026
02:33 PM
კომპანია GOGEX-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა ტურიზმის ლაბორატორიაში
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელი ლექტორის, ასოცირებული პროფესორის, ლალი ოქროცვარიძის ორგანიზებით, სასწავლო კურსის „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ ფარგლებში, ტურიზმის ლაბორატორიაში მეოთხე კურსის სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა სატრანსპორტო კომპანია GOGEX-ის ხელმძღვანელ გოგა გოგავასა და მარკეტინგის მენეჯერ ნათია გუგბერიძესთან.
ნოემბერი 19, 2026
12:30 PM
CIU საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმზე - „Going Global 2026“
17-19 ნოემბერს, British Council-ის ორგანიზებით, სტამბოლში საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმი - „Going Global 2026 - Future-ready tertiary education“ - გაიმართა, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ვიცე-რექტორმა თამარ ინასარიძემ მიიღეს მონაწილეობა.
ნოემბერი 18, 2026
01:59 PM
CIU-ს პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა ოქსფორდში
17 ნოემბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის შემსწავლელ როიტერსის ინსტიტუტში საერთაშორისო კვლევითი პროექტის - „ინფორმაციული ომის წინა ხაზზე: რისკი და მდგრადობა გლობალური კონფლიქტების ჟურნალისტიკაში“ პრეზენტაცია გაიმართა.














