• dateნოემბერი 19, 2026
    time02:33 PM

    კომპანია GOGEX-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა ტურიზმის ლაბორატორიაში

    banner

    ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელი ლექტორის, ასოცირებული პროფესორის, ლალი ოქროცვარიძის ორგანიზებით, სასწავლო კურსის „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ ფარგლებში, ტურიზმის ლაბორატორიაში მეოთხე კურსის სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა სატრანსპორტო კომპანია GOGEX-ის ხელმძღვანელ გოგა გოგავასა და მარკეტინგის მენეჯერ ნათია გუგბერიძესთან.

    შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ტურისტულ მომსახურებაში სატრანსპორტო კომპონენტის მნიშვნელობის გაცნობა და იმ კონკურენტული უპირატესობების წარმოჩენა, რომლებსაც კომპანია GOGEX ტურისტულ სააგენტოებს მაღალი ხარისხის, ტურისტული პროგრამის მოთხოვნებზე მორგებული სატრანსპორტო მომსახურებით სთავაზობს.

    მოწვეულმა სტუმარმა, გოგა გოგავამ, სტუდენტებს გააცნო კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, ფუნქციონირების თანამედროვე მიდგომები და სატრანსპორტო მომსახურების ორგანიზების თავისებურებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურისტული პროგრამის მოთხოვნებზე სრულად მორგებულ მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილებისა და მძღოლის მომსახურების ეფექტიან ინტეგრირებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ტურისტული გამოცდილების გამდიდრებას.

    კომპანიის საქმიანობის ინოვაციურმა მიდგომებმა და ფუნქციონირების პრაქტიკულმა სიახლეებმა სტუდენტებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა: სტუდენტებმა სტუმრებს არაერთი კითხვა დაუსვეს კომპანიის საქმიანობის, მომსახურების ორგანიზებისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ, რაზეც მათ ამომწურავი და დეტალური პასუხები მიიღეს. აღნიშნულმა დისკუსიამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაეაზრებინათ სატრანსპორტო მომსახურების როლი ტურისტული პროდუქტის ხარისხის ფორმირებასა და ტურისტული კომპანიების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაში.

    მსგავსი პრაქტიკული შეხვედრები ხელს უწყობს აკადემიური სწავლების ტურიზმის ინდუსტრიასთან ინტეგრაციას, სტუდენტების პროფესიული ინტერესების გაღრმავებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებას.

    სხვა სიახლეები