CIU-ში პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამა „ნულოვანი ემისიის მართვა სოფლის მეურნეობაში“ ინერგება
11 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კამპუსმა მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. უნივერსიტეტს სტუმრად World Vision-ისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ბაზაზე ახალი, ინოვაციური პროგრამების განხორციელების შესაძლებლობების განხილვას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა 2025 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება. პარტნიორობა ხორციელდება მასშტაბური პროექტის - „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში „მწვანე უნარების“ დანერგვასა და ეკოლოგიურად მდგრადი ბიზნესმოდელების განვითარებას.
ამ საერთო მიზნის მისაღწევად, მხარეები აქტიურად მუშაობენ ახალი პროფესიული გადამზადების პროგრამის - „ნულოვანი ემისიის მართვა სოფლის მეურნეობაში“ - შექმნაზე. უნივერსიტეტისთვის აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პროგრამის შემუშავების, მისი განხორციელების უფლების მოპოვებისა და პრაქტიკული დანერგვის ეტაპებზე.
სამუშაო შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობდნენ World Vision-ის საქართველოსა და ავსტრიის ოფისების წარმომადგენლები - თამარ კიკვაძე და ჯულიანე ვოლი, ასევე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მესხიშვილი.
სხვა სიახლეები
აპრილი 16, 2026
01:00 PM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგები
დასრულდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიეტეტის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი.
აპრილი 16, 2026
12:30 PM
გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ლოძის უნივერსიტეტში.
აპრილი 16, 2026
12:00 PM
გაცვლითი პროგრამა INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში (მალაიზია)
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში.




