მინდია უგრეხელიძე სამართალმცოდნეობის დარგში აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) პროფესორი მინდია უგრეხელიძე სამართალმცოდნეობის დარგში აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად აირჩია.
პროფესორი მინდია უგრეხელიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის პოზიციაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ წარადგინა.
ცნობისთვის, მინდია უგრეხელიძეს მეცნიერული ნაშრომები გამოქვეყნებული აქვს 10 უცხოურ ენაზე (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, ბერძნული, პოლონური და სხვა) საზღვარგარეთის შემდეგ ქვეყნებში (რუსეთი, უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი, ვენესუელა, პოლონეთი, კანადა, შვეიცარია, იტალია, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა). ასევე ლექციებს კითხულობდა და მოხსენებებით გამოდიოდა საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში. იყო სამეცნიერო სადისერტაციო ნაშრომების ოპონენტი და რეცენზენტი.
მინდია უგრეხელიძე სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლისა და მისი სახელოვანი ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის თინათინ წერეთლის მეცნიერული ტრადიციებისა და მემკვიდრეობის ღირსეული წარმომადგენელი და გამგრძელებელია.
ათეული წლებია მოღვაწეობს სამართლის მეცნიერების მრავალ დარგში. ესენია: სისხლის სამართალი; საერთაშორისო სისხლის სამართალი; სისხლის სამართლის პოლიტიკა; შედარებითი სამართალი; კრიმინოლოგია; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; საკონსტიტუციო სამართალი; სამართლის თეორია და ფილოსოფია; იურიდიული ფსიქოლოგია. ადრიდანვე დაწყებული აქვს კვლევები იურიდიული ტერმინოლოგიის სფეროში.
მის ნაშრომებში განვითარებულია ახალი მეცნიერული იდეები და გამოყენებულია კვლევის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც ამდიდრებენ წარსულის გამოცდილებას და მისაბაძი ნიმუშია ახალი მეცნიერული კვლევებისათვის.
მინდია უგრეხელიძის შრომები არა მარტო ასახავს და გამოხატავს ქართული მეცნიერული და საგანმანათლებლო ცხოვრების ინტერნაციონალიზაციის მაღალ დონეს, არამედ იმავდროულად ახალ მიზნებს სახავს ამ მიმართულებით შემდგომი სწრაფი განვითარებისათვის.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია ულოცავს ბატონ მინდიას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად არჩევას და უსურვებს წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.
სხვა სიახლეები
ივნისი 08, 2026
12:00 PM
CIU-ს ფუტსალის კლუბი საქართველოს ჩემპიონია
საქართველოს ფუტსალის უმთავრეს ლიგაში 2025-2026 წლების სეზონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის ტრიუმფით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში CIU-მ პრინციპული მეტოქე, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა, სერიაში 3:1 გაიმარჯვა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა.
ივნისი 08, 2026
09:00 AM
სამეცნიერო სემინარი: „ენა, მედია და საზოგადოება ციფრულ ეპოქაში“
3-5 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონური გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი გაიმართა.
ივნისი 05, 2026
03:10 PM
WinExpo 2026
5 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-18 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo 2026 - გაიხსნა.