Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა საქარიას უნივერსიტეტში (თურქეთი) კსუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის
Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა საქარიას უნივერსიტეტში (თურქეთი) კსუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი საქარიას უნივერსიტეტი Mevlana-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს 2017-2018 აკადემიური წლისთვის აპლიკაციების მიღებას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- ჰქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი;
- ბაკალავრიატის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2.5 GPA;
- მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 3.0 GPA.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 900 თურქული ლირის ოდენობით.
აკადემიური პერსონალის ანაზღაურება შეადგენს 50 თურქულ ლირას დღეში + 2250 თურქული ლირა სამგზავრო ხარჯების დასაფარად.
დაინტერესებულმა პირებმა 1 მარტამდე მოგვმართეთ კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
+995 32 261 12 98 (შიდა 109)
515-ე ოთახი
საქარიას უნივერსიტეტის პროგრამებისა და ინგლისურენოვანი კურსების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: http://ebs.sabis.sakarya.edu.tr/Anasayfa/en/2016
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.