• dateსექტემბერი 29, 2026
    time02:30 PM

    მემორანდუმი ტურისტულ კომპანია „Chardins Voyages“-სთან

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტურისტულ კომპანია „Chardins Voyages“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია უნივერსიტეტსა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობის გაძლიერება, სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოება და ერთობლივი საგანმანათლებლო თუ პრაქტიკული პროექტების განხორციელება.


    მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და კომპანია „Chardins Voyages“-ის ხელმძღვანელმა, მალხაზ დარბაიძემ მოაწერეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე.


    შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში თანამედროვე პროფესიული კომპეტენციების განვითარების, თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან ინტეგრაციისა და სტუდენტების ინდუსტრიულ გარემოში ჩართულობის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური სექტორისა და ტურიზმის ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოიყენონ და ტურისტული კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას სიღრმისეულად გაეცნონ.
     

    სხვა სიახლეები